"ევროპის უნივერსიტეტის" ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ყოველწლიურ სამედიცინო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა

ბაკურიანში XXX პოლიპროფილურ სამედიცინო კონფერენცია - "კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“  მიმდინარეობს. სამედიცინო განათლების და მტკიცებითი მედიცინის ასოციაციის ყოველწლიურ სამედიცინო კონფერენციაზე 20 თებერვალი შაქრიანი დიაბეტის თემას დაეთმო.

დიაბეტზე სესიას ხელმძღვანელობდა და მოხსენებებით წარდგა "ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ყურაშვილი.

პროფესორმა რამაზ ყურაშვილმა ისაუბრა თემაზე: "დიაბეტი და კარდიული ავტონომიური ნეიროპათია: რისკის ფაქტორები, დიაგნოსტიკა და მკურნალობის ახალი მიდგომები“.

კონფერენციის ფარგლებში დამსწრეებმა ასევე მოისმინეს დამატებით ორი მოხსენება - ბობ დილანი: ქანთრი როკიდან ნობელის პრემიამდე ლიტერატურაში; ათი გამოჩენილი მხატვარი და ათი ყველაზე ძვირად ღირებული ნახატი.

კონფერენციაში, რომელიც ბაკურიანში 18 თებერვალს გაიხსნა და 23 თებერვალს დაიხურება, სამედიცინო დარგის სხვადასხვა სპეციალისტები მონაწილეობენ.

კონფერენცია პირველად საქართველოში 1968 წელს ბაკურიანში დაფუძნდა და მედიცინის დარგებს აერთიანებს, ის ტრადიციულ სახელს ატარებს და ყოველწლიურად იმართება.

გააზიარე გვერდი:

Hello World!