მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ პირთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა

"ევროპის უნივერსიტეტში" 2024-2025 სასწავლო წლის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ პირთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

მიღება გამოცხადებულია შემდეგ პროგრამებზე:

  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - 10 ადგილი;
  • დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი - 15 ადგილი;
  • დაწყებითი საფეხურის  (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი - 25 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი - 10 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი - 5 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - 20 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი - 5 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - 10 ადგილი;
  • საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ბიოლოგიის მასწავლებელი - 5 ადგილი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის  (I-XII) ინგლისური ენის მასწავლებელი - 10 ადგილი;
  • დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის  (I-XII) რუსული ენის მასწავლებელი - 5 ადგილი.

"ევროპის უნივერსიტეტის" მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წელს მისაღებ სტუდენტთა სწავლის საფასური 2250 ლარს შეადგენს.

გააზიარე გვერდი: