16 და 17 თებერვალს აბიტურიენტებს გიწვევთ “ევროპის უნივერსიტეტში” ღია კარის დღეზე

16-17 თებერვალს, აბიტურიენტებს გიწვევთ ღია კარის დღეზე. თქვენ პირადად “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი, ნინო ტალიაშვილი გიმასპინძლებთ.

16 თებერვალს, 17:00 საათზე დაინტერესებული აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და სავეტერინარო  ფაკულტეტების შემდეგ პროგრამებზე:

  • სამართლის საბაკალავრო პროგრამა

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

  • ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა

  • ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა

  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა

  • არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

  • ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 

17 თებერვალს, 15:00 საათზე დაინტერესებული აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების შემდეგ პროგრამებზე:

  • დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამა

  • დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამა

  • სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამა

  • სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი პროგრამა

  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაათვალიერონ ევროპის უნივერსიტეტი და გაესაუბრონ მათთვის საინტერესო პროგრამის წარმომადგენლებს.

ღია კარის დღეზე დასასწრებად მიჰყევით სარეგისტრაციო ბმულს: https://bit.ly/3w4APF3

შეხვედრის ადგილი: 16 თებერვალი - გურამიშვილის 76

                    17 თებერვალი - სარაჯიშვილის გამზირი 17

გააზიარე გვერდი:

Hello World!