მობილობა „ევროპის უნივერსიტეტში“ 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან „ევროპის უნივერსიტეტში“ მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ელექტრონულ პორტალზე (https://students.emis.ge/რეგისტრაცია 30 იანვარს დაიწყება.

გაზაფხულის სემესტრისთვის „ევროპის უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სწავლის საფასურთან დაკავშირებით სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს:

ერთსაფეხურიან, საბაკალავრო და ვეტერინარიის ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირს, რომლის GPA შეადგენს 3.4  და მეტს, სწავლის საფასური გაუნახევრდება.

შენიშვნა: სტუდენტებს განახევრებული გადასახადი შეუნარჩუნდებათ მომავალ სემესტრებშიც იგივე GPA-ის შენარჩუნების შემთხვევაში.

„ევროპის უნივერსიტეტი“ გაზაფხულის სემესტრისთვის მიღებას შემდეგ პროგრამებზე აცხადებს:

სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

) სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II, IV და VI სასწავლო სემესტრებზე;

) საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 15  ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია  IV და VI  სასწავლო სემესტრებზე;

) ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია  II, IV და  VI სასწავლო სემესტრებზე;

) ინფორმატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;

) ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II და IV სასწავლო სემესტრებზე;

) მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II სასწავლო სემესტრზე;

) განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II სასწავლო სემესტრზე;

მედიცინის ფაკულტეტი:

) დიპლომირებული მედიკოსის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა  -  22 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია I, II,  III , IV , V და VI  სასწავლო სემესტრებზე;

) ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია  ყველა  სასწავლო  სემესტრზე.

სტომატოლოგიის ფაკულტეტი:

) სტომატოლოგიის (ქართულენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა -   22 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია ყველა სასწავლო სემესტრზე;

სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი:

) ვეტერინარიის ინტეგრირებული  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 10 ვაკანტური ადგილი, მობილობა გამოცხადებულია II და IV  სასწავლო სემესტრებზე.

სწავლის საფასური პროგრამების მიხედვით:

მობილობასთან დაკავშირებით  კონსულტაციის მისაღებად,  შეგიძლიათ  დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 32 2000171 ან  მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: Info@eu.edu.ge.  

გააზიარე გვერდი:

Hello World!