„ევროპის უნივერსიტეტში“ ანნა გვეტაძის საჯარო ლექცია გაიმართება

„ევროპის უნივერსიტეტში“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მიერ სტუდენტთა გამოკითხვის შედეგად დაგეგმილი საჯარო ლექციების სერია იწყება.

18 იანვარს, 18:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორანტი ანნა გვეტაძე ლექციას თემაზე "ადამიანის ქცევაზე მოქმედი სოციალური ფაქტორები, მედია გავლენები და გავლენებისგან თავდაცვის მექანიზმები" გამართავს.

საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: სარაჯიშვილის ქუჩა N17, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კორპუსი, ოთახი 507.

გააზიარე გვერდი:

Hello World!