"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში: ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით - ევროპისმცოდნეობის მიმართულებით;
  • სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში: ერთი პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით - კერძო სამართლის მიმართულებით;
  • ნელი ტურიზმის ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში: ერთი ასოცირებული პროფესორის თანამდებობა აკადემიური ნიშნით - მდგრადი ტურიზმის მიმართულებით;


საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;
  • ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
  • პროფესორის თანამდებობის (კერძო სამართლის მიმართულებით) დასაკავებლად უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის სულ მცირე B2 დონეზე მცოდნე კანდიდატს.


ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით) პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) უნდა ჰქონდეს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან იყოს მათი თანაავტორი;
  • ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება ;
  • ასოცირებული პროფესორის (მდგრადი ტურიზმის მიმართულებით) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი, უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას სულ მცირე B2 დონეზე;


საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში. ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე, უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები და საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში)
  • შესაბამისი სილაბუსები (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
  • "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა".


კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

  • კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 9 იანვრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 26 თებერვლისა;
  • კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 4 მარტისა;
  • კონკურსის შედეგების გაცნობა კონკურსანტებისთვის არაუგვიანეს 2024 წლის 6 მარტისა;
  • კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 7 მარტიდან 11 მარტის ჩათვლით.


საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76; ტელ: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!