მე-12 კლასელებისთვის გამართული ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის შედეგები ცნობილია

„ევროპის უნივერსიტეტის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის „განათლება ქმნის მომავალს“ შედეგები ცნობილია. 

16 დეკემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ასობით მე-12 კლასელმა საკონკურსო ნაშრომი განათლებასთან დაკავშირებულ თემაზე ორ ლოკაციაზე, თბილისსა და ქუთაისში, შეასრულა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ესე შემდეგი ოთხი სათაურიდან ერთ-ერთზე დაეწერათ:

  1. „ღონიერი და ჭირთა-მძლევი ის არის, ვისაც ჭკუა ცოდნით მოურთავს, ცოდნით აუყვავებია, ცოდნის ძუძუთი გაუზრდია!“ - ილია ჭავჭავაძე
  2. „კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს!“ - ილია ჭავჭავაძე
  3. განათლების მიზანია, გვასწავლოს სილამაზის სიყვარული - პლატონი, 424-348, კლასიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი.
  4. განათლებული გონების თვისებაა ისეთ მოსაზრებაზე ფიქრი, რომელსაც არ იზიარებ - არისტოტელე, 284-322, ბერძენი ფილოსოფოსი.

შედეგების ნახვა შესაძლებელია მიმაგრებულ ფაილში საგამოცდო ფურცელზე მოსწავლისთვის მინიჭებული უნიკალური კოდის დახმარებით. 

სპეციალურად შედგენილი კომისიის შეფასებით უმაღლესი შეფასება ოთხმა აბიტურიენტმა მიიღო, ოლიმპიადის დებულების თანახმად, თანაბარქულიანი ნაშრომების შემთხვევაში გამარჯვებული გამოვლინდება კომისიასთან გასაუბრების შედეგად. 

საპრიზო ადგილზე გამსვლელი თანაბარქულიანი მონაწილეები გასაუბრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტისგან“ რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. 

მიღებული შედეგის გასაჩივრება აპლიკანტს შეუძლია 13 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე განცხადების წარდგენით: info@eu.edu.ge 
სააპელაციო განაცხადში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია.

I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს „ევროპის უნივერსიტეტი“ 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს, ოლიმპიადის დახურვაზე გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს. კონკურსის სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მიმაგრებული ფაილები:
გააზიარე გვერდი:

Hello World!