"ევროპის უნივერსიტეტის" და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით მესამე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2023 წლის 15 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტისა” და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით, მესამე საერთაშორისო კონფერენცია “განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია” გაიმართა. 

კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე. 

კონფერენციაზე მთავარ მომხსენებლად მოწვეულნი იყვნენ საერთაშორისო დონის ექსპერტები განათლების დარგში: ევროკომისიის ევროპის განათლების ცენტრის ადამიანური კაპიტალის ექსპერტი - ფაბიო ნაშიმბენი, ედინბურგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო სკოლის კლინიკურ მეცნიერებათა დეკანატის სწავლების დირექტორი - პროფ. საიმონ რაილი, ედინბურგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი - გევინ მაქქეიბი და “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი მაია ბლიაძე.

კონფერენციის მსვლელობისას მოხსენებები შემდეგი ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა გააკეთეს: საქართველო, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ლიეტუვა, რუმინეთი და ბულგარეთი. 

დეტალური ინფორმაცია (კონფერენციის პროგრამა, ფოტო გალერეა, აბსტრაქტების კრებული, ა.შ.) იხილეთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://iceti.eu.edu.ge/.

გააზიარე გვერდი:

Hello World!