"ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიურმა პერსონალმა საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 9 დეკემბერს "ევროპის უნივერსიტეტის" აკადემიურმა პერსონალმა ლუბლიანას უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმში "სოკრატული ლექციები“ მიიღო მონაწილეობა.

სიმპოზიუმი "სოკრატული ლექციები" ეძღვნება მეცნიერული ცოდნის გაზიარებას წამყვან მეცნიერთა და წარჩინებულ სტუდენტებს შორის.

აღნიშნული სიმპოზიუმი 2008 წლიდან იმართება და მასში ლუბლიანას უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

2008 წლიდან დღემდე სიმპოზიუმმა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ფორმატი, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა და გამოცდილ მეცნიერებს.

"ევროპის უნივერსიტეტი" წლევანდელ სიმპოზიუმს თანაორგანიზატორის სტატუსით შეუერთა და ორ პარალელურ სექციას გაუძღვა. მედიცინის სექციის თავმჯდომარე ლარისა მელია იყო, ხოლო სავეტერინარო მედიცინის სექციის თავმჯდომარე მარიამ ჩხიკვიშვილი.

მედიცინის და ვეტერინარიის ფაკულტეტების აკადემიურმა პერსონალმა შემდეგი მოხსენებები გააკეთეს:

1. ქეთევან ცანავა, ნათია ჯოჯუა, თინათინ გოგნაძე, ელენე შენგელია, ლალი ხურცია -  მიმდინარე ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (TEN) გართულებული თირკმლის მწვავე დაზიანებით (AKI)

2. დავიდ მალიძე, მუჰამედ ჰამზა, ნათია ჯოჯუა, თინათინ გოგნაძე - კოლხიცინის ეფექტი წინაგულების ფიბრილაციის დაწყების პრევენციაზე კორონარული არტერიის დაავადებების მქონე პაციენტებში

3. რიშუ ბანსალ, მაია ჟამუტაშვილი, თინათინ გოგნაძე, ნათია ჯოჯუა - ჰემოლიზურ ურემიულ სინდრომის გამომწვევი ენტეროჰემორაგიული E-coli - შემთხვევის შესწავლა და მიმოხილვა

4. ალექსანდრე ხელაია - მეტაბოლრი ენდოტოქსემია და მამაკაცის უნაყოფობა

5. რევაზ სულუხია, ლარისა მელია, ნინო დავიდოვა, ლალი ფხალაძე - ორსულობის გართულებები ენდომეტრიოზის მქონე პაციენტებში

6. მაია მანწკავა, ნანა მომცელიძე - სისხლის რეოლოგიური თვისებები მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებულებში

7. ხათუნა კუდავა, ფარიდა აბიმბოლა ავოჯობი - ცხიმოვანი ნევუსი ბავშვებში: კლინიკურ-დერმოსკოპიული განსხვავებები

8. მაია ჯაბუა, თინათინ გოგნაძე - ჰორნერის სინდრომი გამოწვეული ულტრაბგერითი სუპრაკლავიკულური ნერვული ბლოკით

9. ნაირა მამუკელაშვილი, ერნა კალანდია - ქართული მთის ძაღლი – ქართული ნაგაზი

10. გრიგოლ მამაცაშვილი, მაია კერესელიძე, მაია ბერუაშვილი, კობა მიქაძე - ლანდშაფტურ-ეპიზოოტოლოგიურ-ეკოლოგიური მონიტორინგის გზების დასაბუთება ჯილეხის დაავადების შესაძლო ან მოსალოდნელი გავრცელების რისკის დასადგენად და რისკის მინიმიზაციის მიზნით

11. შოთა ნებიერიძე, მაია კერესელიძე, მაია ბერუაშვილი, მეგი ზიბზიბაძე - სურსათის უვნებლობის პრობლემები საქართველოში

12. ნუნუ ომარაშვილი, ნინო მილაშვილი, მარიამ ჩხიკვიშვილი - კავკასიური ნაგაზის სახის ნერვის ყბაყურა ჯირყვლის ნაწილის ანატომიური თავისებურებანი

13. რუსუდან ურიდია, მაია კერესელიძე, ნათია ბარბაქაძე, ნინო ქარქაშაძე, ნანა წეროძე - აფლატოქსინის ინჰიბიტორული ადსორბციული ნანოკომპოზიტები ბუნებრივი ნედლეულის - ლიგნინის საფუძველზე 

14. ბაია კუბლაშვილი, თამარ მაღლაკელიძე - ტრანსფორმაციული ტენდენციები: პარადიგმის ცვლა სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე უმაღლეს განათლებაში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!