"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტი გიორგი ბერაია იტალიაში „გ. დ'ანუნციო" ჩიეტი-პესკარას უნივერსიტეტში ისწავლის

"ევროპის უნივერსიტეტის" მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გიორგი ბერაია "ერაზმუს+" საერთაშორისო კრედიტმობილობის ფარგლებში, იტალიის ქალაქ პესკარაში, „გ. დ'ანუნციო" ჩიეტი-პესკარას უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის.

გიორგი ბერაიას მგზავრობის და სწავლის ხარჯების ანაზღაურებასთან ერთად ყოველთვიური სტიპენდიაც დაენიშნება.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტიდან“ გიორგი ბერაია პირველი სტუდენტია, რომელიც იტალიაში "ერაზმუს+" მობილობის ფარგლებში  „გ. დ'ანუნციო" ჩიეტი-პესკარას უნივერსიტეტში ისწავლის.

გააზიარე გვერდი: