"ევროპის უნივერსიტეტის" ტურიზმის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ საგანმანათლებლო ტურზე იმყოფებოდნენ

20 დეკემბერს „ევროპის უნივერსიტეტის“ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მაია აზმაიფარაშვილი ტურიზმის პროგრამის სტუდენტებთან ერთად  პრაქტიკულ საგანმანათლებლო ტურით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და თბილისის ღვინის მუზეუმში იმყოფებოდა.

ტურიზმის პროგრამის სტუდენტები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაეცნენ შემდეგ კოლექციებს: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთების უნიკალურ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ნივთებს, ბუნების ისტორიის ამსახველ მასალას, ქრისტიანული კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ნუმიზმატიკის კოლექციას, ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავ ნამუშევრებს, მიმდინარე გამოფენებს და სხვ.

ძველი თბილისის ისტორიულ უბანში, ქარვასლას სივრცეში არსებულ ღვინის მუზეუმში, ტურიზმის პროგრამის სტუდენტები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ღვინის კულტურის უძველეს კერას, უძველეს სარდაფებში უნიკალურ სივრცეებს, მიწისქვეშა არქიტექტურას, არტეფაქტებს, სასმისებს, საღვინარ ჭურჭლებს, არქაული პერიოდის ისტორიულ, რელიგიურ, მითოლოგიურ და ყოფით ექსპონატებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!