"ევროპის უნივერსიტეტსა" და " ანტალიის ბილიმის უნივერსიტეტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ანტალიის ბილიმის უნივერსიტეტს" (თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულების მიზანია ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.

"ანტალიის ბილიმის უნივერსიტეტი" კვლევაზე ორიენტირებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სტუდენტებს ათამდე საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ინტერდისციპლინარულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს.

"ევროპის უნივერსიტეტი" "ანტალიის ბილიმის უნივერსიტეტისათვის" ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი პარტნიორია.

გააზიარე გვერდი:

Hello World!