ნიკა სადრაძემ "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

21 დეკემბერს "ევროპის უნივერსიტეტში"  ნიკა სადრაძემ საჯარო ლექცია თემაზე - "პროფესია ადვოკატი" ჩაატარა.

ლექციის ფარგლებში ნიკა სადრაძემ ისაუბრა როგორც ადვოკატის პროფესიისთვის დამახასიათებელ გამოწვევებზე, აზარტზე, დაცვის ხელოვნებაზე და გამამართლებელი განაჩენისთვის ბრძოლის სტრატეგიებზე, ასევე გახმაურებულ საქმეებში მისი წარმომადგენლობის გამოცდილებაზე.

ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა - სტუდენტებს კითხვები ჰქონდათ სამართლებრივ საკითხებზე, წარმომადგენლობის უნარ-ჩვევებზე და პროცესის წარმართვის სტრატეგიებზე, რომელთაც მოწვეულმა სტუმარმა ამომწურავად უპასუხა.

ლექციას ესწრებოდნენ როგორ სამართლის, ასევე ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.

ნიკა სადრაძე არის სისხლის სამართლის ადვოკატი, სპეციალიზებული ადვოკატი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის პროფესიული უფლებების კომიტეტის წევრი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!