შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით სტომატოლოგიის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური ნიშნით კლინიკურ დისციპლინაში

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით სტომატოლოგიის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური ნიშნით კლინიკურ დისციპლინაში შემდეგი მიმართულებებით:

 

კლინიკური მიმართულება  (სტომატოლოგია) (ქართულენოვანი):

თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულება - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

 

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის  გამოცდილება;

გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში)  სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნება ან  მათი თანაავტორობა;

დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ე) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს.

 

  1. საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით და ერთ  კონკრეტულ  პოზიციაზე);

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ  ბმულზე:);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დოპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ე) სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან  მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);

თ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;

ი) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“;

კ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

2. კონკურსი ჩატარდება შპს „ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

 

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

3. კონკურსის ვადები:

  1. კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 22 დეკემბრიდან;
  2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 23 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით;
  3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2024 წლის 9 თებერვლისა;
  4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 23 თებერვლისა;
  5. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 27 თებერვლისა;
  6. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 28 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

 

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო  კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76.  info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!