შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აკადემიური ნიშნით საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებშ

შპს ,,ევროპის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აკადემიური ნიშნით საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებში შემდეგი მიმართულებებით:

 

1) მედიცინის კლინიკური მიმართულებები (ინგლისურენოვანი):

ა. ოტორინოლარინგოლოგია - პროფესორი - 1 ვაკანსია;

ბ. დერმატოლოგია - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

გ. ონკოლოგია - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

დ. რადიოლოგია - პროფესორი - 1 ვაკანსია;

ე. პედიატრია - ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;

ვ. კარდიოლოგია - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

ზ. უროლოგია - ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია.

 

2) მედიცინის კლინიკური მიმართულებები (ქართულენოვანი):

ა. ალერგოლოგია - ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია;

ბ. პედიატრია - ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია.

 

3) საბაზისო მიმართულებები (ინგლისურენოვანი)

ა. ბიოქიმია - პროფესორი - 1 ვაკანსია;

ბ. პათოლოგია - პროფესორი - 1 ვაკანსია;

გ. ჯანდაცვა - პროფესორი - 2 ვაკანსია;

დ. ბიოფიზიკა - პროფესორი - 1 ვაკანსია.

 

 

4. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური  მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;

გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში)  სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან  მათი თანაავტორობა;

დ)  ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

ე) ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა (ინგლისურენოვანი დისციპლინების შემთხვევაში სავალდებულოა);

ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

 

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის  გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;

გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში)  სამეცნიერო პუბლიკაციის/პუბლიკაციების გამოქვეყნება ან  მათი თანაავტორობა;

დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ე) ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა (ინგლისურენოვანი დისციპლინების შემთხვევაში სავალდებულოა).

ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

 

ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან  მათი თანაავტორობა;

გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

დ) ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა(ინგლისურენოვანი დისციპლინების შემთხვევაში სავალდებულოა).

ე) კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება.

ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

 

5. საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ  ერთი მიმართულებით და ერთ  კონკრეტულ  პოზიციაზე);

ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ  ბმულზე:);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დოპლომის არსებობის შემთხვევაში  კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი).

ე) სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;

ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან  მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);

თ) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას );

ი) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას;

კ)  შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;

ლ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:

ლ.ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ლ.ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;

ლ.გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;

ლ.დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ლ.ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);

მ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ცნობა“;

ნ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

 

6. კონკურსი ჩატარდება შპს „ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

 

  1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

 

ონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2023 წლის 22 დეკემბრიდან;

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 23 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით;

3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2024 წლის 9 თებერვლისა;

4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 23 თებერვლისა;

6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 27 თებერვლისა;

7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 28 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით.

 

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

 

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური,  ხოლო  კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

 

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76.  info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171

გააზიარე გვერდი:

Hello World!