მედიცინის ფაკულტეტზე მე-15 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

18 დეკემბერს "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით  მე-15 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს.

სტუდენტებმა კვლევები აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით განახორციელეს, რომლებიც მედიცინის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა.

თითოეული პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა და სტუდენტებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.

კონფერენციის მონაწილეებს სპეციალურად შერჩეული სამეცნიერო კომისიის წევრები აფასებდნენ:

  • მაია მანწკავა - "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • ეკა კოხრეიძე - „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი;
  • ნანა ჩიხლაძე - "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • თამარ ალადაშვილი - ექიმი-ფსიქიატრი, "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი;

კონფერენციის დასასრულს კომისიის მიერ საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლინდნენ:

I ადგილი

სტუდენტები: ქიმია ნაფისსი და ზაჰრა სადეყი

თემა: "Cyst of the Canal of Nuck in adult females: A rare and interesting case report and systematic review" 
ხელმძღვანელი: გიორგი კოსმანი

II ადგილი

სტუდენტები: ზაზა ფურცხვანიძე და გიორგი კრასნობრიჟი

თემა: "ძილის დარღვევები მედიცინის სტუდენტებში" 

ხელმძღვანელი: თამარ ალადაშვილი

III ადგილი

სტუდენტი: მარიამ შულაია

თემა: "ჰისტეროსკოპიული მეტროპლასტიკის როლი რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენაში" 

ხელმძღვანელი: თამარ ძოწენიძე

IV ადგილი

სტუდენტები: საეიდ მოჰამმადი და ამირ ჰოსსეინ ჯანღორბან

თემა: "What is the difference of oral hygiene status between dental students and medicine students in European university?"

ხელმძღვანელი: ეკა კოხრეიძე

გამარჯვებულები კომისიის წევრებმა და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. I, II, III და IV ადგილზე გასული სტუდენტები, სერტიფიკატებთან ერთად, „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!