"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გასვლითი ლექცია-ექსკურსია მოეწყო

15 დეკემბერს, "ევროპის უნივერსიტეტის" არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ლექცია-ექსკურსია მოეწყო.

ლექცია-ექსკურსია აღნიშნული პროგრამის ლექტორებმა - ნიკა ცქვიტინიძემ, ანა თეთრუაშვილმა და ირაკლი სოზიაშვილმა ჩაატარეს.

ლექცია-ექსკურსიის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს ქვის ხანის, ბრინჯაოს ხანის და ანტიკური პერიოდისადმი მიძღვნილი გამოფენები.

ლექტორებმა მუზეუმში არსებული საჩვენებელი მასალის გამოყენებით ჩაატარეს ლექცია, სტუდენტებს კი საშუალება მიეცათ უშუალოდ გასცნობოდნენ ამა თუ იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ არტეფაქტებს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!