მანანა მგალობლიშვილმა "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა

ექიმი რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გაუძღვა.

ლექციის ფარგლებში მანანა მგალობლიშვილმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ისაუბრა და სტუდენტებს აღნიშნულ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.

საჯარო ლექციას "ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!