"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ისქენდერუნის ტექნიკურ უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ევროპის უნივერსიტეტსა" და "ისქენდერუნის ტექნიკურ უნივერსიტეტს" (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

"ისქენდერუნის ტექნიკური უნივერსიტეტი" საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებს. უნივერსიტეტში შვიდი ფაკულტეტი, ხუთი პროფესიული სკოლა, რვა ინსტიტუტი და შვიდი კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს.

აღსანიშნავია, რომ "ისქენდერუნის ტექნიკური უნივერსიტეტის“ საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია გამოყენებით კვლევებსა და ინოვაციებზე. 

გააზიარე გვერდი:

Hello World!