"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა ფოტოგრაფიის კლუბმა პირველი მასტერკლასი თემაზე - "ფოტოგრაფიის საფუძვლები" გამართა

4 დეკემბერს, "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტთა ფოტოგრაფიის კლუბმა პირველი მასტერკლასი თემაზე - "ფოტოგრაფიის საფუძვლები" გამართა.

მასტერკლასზე დასწრება "ევროპის უნივერსიტეტის" ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ყველა სტუდენტს შეეძლო. 
მასტერკლასი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მოწყობილობის შერჩევა, მითები და სტერეოტიპები ფოტოგრაფიაში და ხშირად დაშვებული შეცდომები.

მასტერკლასს "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტი და ფოტოგრაფიის კლუბის წევრი ნიკა სოხაშვილი უძღვებოდა.

მასტერკლასზე განხილული საკითხის გარდა, კლუბმა წარადგინა სამოქმედო გეგმა და იმსჯელა სამომავლო კონკურსებისა და ტურნირების შესახებ, რომლის ფარგლებშიც "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებისთვის ფოტო კონკურსი დაიგეგმა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!