"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე Erasmus + ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში მასარიკის უნივერსიტეტს ეწვია
"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო პროცესის მიმართულებით ნინო პატარაია, Erasmus + ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე მასარიკის უნივერსიტეტში (ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა) იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, "ევროპის უნივერსიტეტის" წარმომადგენელი შეხვდა მასარიკის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, დაათვალიერა მედიცინის ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზები, მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების შეფასებაში და დაესწრო მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შემაჯამებელ სესიას.
ნინო პატარაიამ მასარიკის უნივერსიტეტში ყოფნისას გაიზიარა საუკეთესო პრაქტიკა სასწავლო პროცესის რეგულირების, სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ "ევროპის უნივერსიტეტსა" და მასპინძელ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმა.