"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პერინეოლოგთა XVI საერთაშორისო შეხვედრას დაესწრო

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ალექსანდრე ხელაია პერინეოლოგთა XVI საერთაშორისო შეხვედრას დაესწრო, რომელიც მიმდინარე წლის 27-28 ოქტომბერს ქალაქ ბერგამოში (იტალია) ჩატარდა.

კონფერენციაზე ალექსანდრე ხელაიამ "ევროპის უნივერსიტეტის" სახელით წარადგინა მოხსენება "What progress in the treatment of male fertility. The role of the urologist".

კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის დარგის წამყვან სპეციალისტებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება კოლეგებისთვის და გაეღრმავებინათ სამეცნიერო თანამშრომლობა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!