„ევროპის უნივერსიტეტის“ ოლიმპიადა მე-12 კლასელებისთვის - რეგისტრაცია გრძელდება

„ევროპის უნივერსიტეტი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კასელებისთვის აცხადებს ოლიმპიადას ქართულ ენასა და ლიტერატურაში - „განათლება ქმნის მომავალს“.

ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში განათლების როლის პოპულარიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

ოლიმპიადაზე რეგისტრაცია მე-12 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ 10 დეკემბრის ჩათვლით. 

16 დეკემბერს კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა შექმნან ესე სპეციალურად შერჩეულ თემაზე. ესეს თეზისი მონაწილეებისთვის ცნობილი გახდება ოლიმპიადის დაწყებამდე 5 წუთით ადრე.

ოლიმპიადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სკოლებისთვის ორ ლოკაციაზე პარალელურად ჩატარდება:

თბილისი - „ევროპის უნივერსიტეტი“, გურამიშვილის გამზირი N76
ქუთაისი - „ქუთაისის უნივერსიტეტი“, წერეთლის ქუჩა N13

კონკურსანტებმა ოლიმპიადის დღეს 3 საათში წერილობითად უნდა შეასრულონ მინიმუმ 250 სიტყვიანი ესე ქართულ ენაზე.

I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს „ევროპის უნივერსიტეტი“ გრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტები დარეგისტრირდით ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 დეკემბერი

ოლიმპიადის დებულება და ესეს შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე: დებულება

ვრცლად ოლიმპიადის შესახებ: eu.edu.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!