"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტთან შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტზე მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი ნათია ჯოჯუა, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესორი თინათინ გოგნაძე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ლარისა მელია და დეპარტამენტის სხვა აკადემიური და მოწვეული პერსონალი. 

შეხვედრაზე დამსწრეებმა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია  განიხილეს. ასევე შეხვედრის ნაწილი დაეთმო მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას დეპატამენტში, არსებული კვლევითი გამოცდილების გაზიარებას და შესაძლო კვლევითი პროექტების შესახებ დისკუსიას.

გააზიარე გვერდი:

Hello World!