"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტზე ინფექციური დაავადებების დეპარტამენტთან შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის" მედიცინის ფაკულტეტზე ინფექციური დაავადებების დეპარტამენტთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი და პროფესორი ნათია ჯოჯუა, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესორი თინათინ გოგნაძე, ჯანდაცვის მიმართულებით Horizon office ხელმძღვანელი ეკა კოხრეიძე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მაია ჟამუტაშვილი და დეპარტამენტის სხვა აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

შეხვედრაზე დამსწრეებმა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაცია  განიხილეს. შეხვედრის ნაწილი დაეთმო ინფექციური დაავადებების მიმართულებით კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას დეპატამენტში, არსებული კვლევითი გამოცდილების გაზიარებას და შესაძლო კვლევითი პროექტების შესახებ დისკუსიას.

გააზიარე გვერდი:

Hello World!