USAID-ის კვირეულის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტში“ ლევან მესხორაძის საჯარო ლექცია გაიმართება

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, "ევროპის უნივერსიტეტში“ USAID-ის ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ლევან მესხორაძის საჯარო ლექცია თემაზე: "ევროკომისიის მე-11 რეკომენდაცია და მისი შესრულების სამართლებრივი ასპექტები“ გაიმართება.

ლევან მესხორაძე არის ევროსაბჭოს ექსპერტი, "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული ასოცირებული პროფესორი და სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი.

ლევან მესხორაძე ლექციის ფარგლებში ისაუბრებს ევროსასამართლოს პრეცედენტებზე როგორც ქართული სამართლის წყაროებზე, მათ მნიშვნელობაზე და ქართული სასამართლოების მიერ მათი აქტიური გამოყენების შესაძლებლობაზე.

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც "ევროპის უნივერსიტეტის“, ასევე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს, აბიტურიენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

დრო: 4 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: გურამიშვილის გამზირი 76, "ევროპის უნივერსიტეტის" ადმინისტრაციული კორპუსი, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი.

გააზიარე გვერდი:

Hello World!