"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტების ინიციატივით 15 ახალი სტუდენტური კლუბი შეიქმნა

“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტების ინიციატივით და სტუდენთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელშეწყობით, ევროპის უნივერსიტეტში 15 ახალი სტუდენტური კლუბი შეიქმნა.

სტუდენტური კლუბების შექმნაში მონაწილეობა როგორც ქართველმა ასევე უცხოელმა სტუდენტებმა მიიღეს.

ამ დროისათვის, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტურ გაერთიანებებს შეემატა ისეთი კლუბები, როგორებიცაა:

  • სტუდენტთა თეატრალური კლუბი - რომლის მიზანს თეატრალური ცნობიერების ამაღლება, საინტერესო სპექტაკლების  დადგმა და სტუდენტებისთვის თეატრის შეყვარება წარმოადგენს;
  • ხელოვნების კლუბი - კლუბი ხელს შეუწყობს სტუდენტების შემოქმედებით განვითარებას, ინტერესების აღმოჩენასა და ცოდნის გაზიარებას ხელოვნების სფეროში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ ხელოვნების კულტურა და ნაკეთობების შექმნა;
  • კალათბურთის კლუბი -  კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის წახალისება ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის;
  • Tennis beasts - მაგიდის ჩოგბურთის კლუბის მიზანს წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის სპორტის ამ სახეობის ცოდნისა და უნარების გაზიარება და ჩემპიონატების ორგანიზება;
  • სამართლის კლუბი - სამართლის კლუბი სტუდენტებს დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, ინტეგრაციაში და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, რაც  საჯარო ლექციებს, იმიტირებულ პროცესებსა და გასვლით ღონისძიებების ორგანიზებას გულისხმობს;
  • მოლაშქრეთა კლუბი - კლუბის მიზანს წარმოადგენს შემეცნებითი აქტივობები, საქართველოს ტერიტორიების შეცნობა და სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია;
  • Arm wrestling - მკლავჭიდით დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ და ივარჯიშონ მკლავჭიდის, როგორც სპოტისთვის შესაბამის პირობებში და იასპარეზონ შიდა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში;
  • CyberSport - კლუბი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის 21-ე საუკუნის ახალი გამოწვევის - კიბერ სამყაროს, როგორც სპორტის გაცნობასა და პოპულარიზაციას;
  • Student Union - სტუდენტთა გაერთიანების მიზანია პირველკურსელი სტუდენტების საუნივერსიტეტო სივრცეში და მრავალფეროვან კულტურულ გარემოში ადაპტაცია;
  • Cinephile Circle - წარმოადგენს კინომოყვარულთა კლუბს, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის სხვადასხვა ჟანრის ფილმების ჩვენება, განხილვა და ბლოგების მომზადება;
  • EU Dance Club - კლუბის მიზანია ევროპის უნივერსიტეტში არსებულ მულტიკულტურულ გარემოში სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის ქორეოგრაფიული კულტურა და გამოცდილება;
  • Anime club – კლუბის მიზანია ანიმეს მოყვარულთა გაერთიანება საუნივერსიტეტო სივრცეში, განხილვები, დისკუსია-დებატები და დაინტერესებული სტუდენტებისთვის ანიმეს მიმდინარეობის გაცნობა;
  • Chess Club - ჭადრაკის კლუბის მიზანია მოჭადრაკეთათვის ტურნირებისთვის მზადებისა და ჩემპიონატებზე გასვლის ხელშეწყობა, ასევე ყველა ჭადრაკით დაინტერესბეული სტუდენტისთვის, მათი მხრიდან ცოდნისა და პრაქტიკის გაზიარება;
  • Weightlifting Club - ძალოსნობის კლუბი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას სტუდენტებისთვის;
  • Cricket Club - კრიკეტის კლუბის მიზანს წარმოადგენს სტუდენტებში სპორტული ცხოვრების წახალისება და კრიკეტის, როგორც  სპორტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ცოდნისა და თამაშის ტექნიკის გაზიარების გზით.

აღსანიშნავია, რომ საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებული სტუდენტური კლუბების არსებობა საუნივერსიტეტო სივრცეში მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია სტუდენტური ინიციატივებისა და აქტივობების წახალისებისათვის, მათი პიროვნული, პროფესიული, ინტერპერსონალური და სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისათვის.

გააზიარე გვერდი:

Hello World!