მედიცინის ფაკულტეტის მე-15 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტზე მე-15 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია 2023 წლის 18 დეკემბერს ჩატარდება.

კონფერენციისთვის მოსამზადებლად ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვლევის დაგეგმვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სტუდენტებისთვის შეხვედრას "ევროპის უნივერსიტეტის" ასისტენტი და მედიცინის კვლევითი ცენტრის მკვლევარი ეკა კოხრეიძე უძღვებოდა.

ეკა კოხრეიძემ შეხვედრაზე სამეცნიერო კვლევის სახეებზე, მათ მახასიათებლებზე და შესრულების ტექნიკებზე ისაუბრა.

მედიცინის ფაკულტეტის მე-15 სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ 400-დან 500 სიტყვამდე შესრულებული აბსტრაქტი.

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი.

კონფერენციის მასალები უნდა გამოაგზავნოთ მეილზე: studentconference@eu.edu.ge

სათაურის ველში მიუთითეთ - სტუდენტური კონფერენცია 2023

მომდევნო საკონსულტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის 4 დეკემბერს გაიმართება. "ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი, გვანცა ჯიჩოშვილი, ისაუბრებს თემაზე: "როგორ მოვამზადოთ საკონფერენციო მასალები“.

გააზიარე გვერდი:

Hello World!