29 ნოემბერს კომუნიკაციების კომისია "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

29 ნოემბერს კომუნიკაციების კომისია "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტებთან მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილი?!” შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

კომუნიკაციების კომისია "მედიააკადემიასთან“ ერთად ახალგაზრდებში კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, აცხადებს მედიაწიგნიერების კონკურსს "ნამდვილი თუ მოგონილი?!“.

კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ შემდეგი დავალება: კონკურსანტებმა უნდა აღმოაჩინონ მედიასივრცეში (მათ შორის, ინტერნეტში, ტელევიზიაში, რადიოსა და ბეჭდურ მედიაში) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, შემოქმედებითი გზით წარმოადგინონ ამბის აღმოჩენისა და გადამოწმების მეთოდები, გამოყენებული წყაროები და რეალური ფაქტები.

შეხვედრის მიზანია სტუდენტების ინფორმირება კონკურსი "ნამდვილი თუ მოგონილის?!" შესახებ.

შეხვედრა გაიმართება 29 ნოემბერს, 12:00 საათზე.

მისამართი: სარაჯიშვილის 17, "ევროპის უნივერსიტეტის", მედიცინის კამპუსი (აუდიტორია 507)

დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა: https://bit.ly/3QToVES

გააზიარე გვერდი:

Hello World!