ევროპის უნივერსიტეტის პროექტი "კვლევის მეთოდების პრინციპები მედიცინაში“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია

„ევროპის უნივერსიტეტის“ პროექტი „კვლევის მეთოდების პრინციპები მედიცინაში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ“ გამარჯვებულია.

პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი ზაზა ავალიანი, კოორდინატორია ეკა კოხრეიძე. პროექტის განხორციელებაში ჩართული ძირითადი პერსონალი, ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი ბაია კუბლაშვილია.

პროექტის მიზანია აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს, მათ შორის მეცნიერებს, შესთავაზოს კვლევის მეთოდების ქართულენოვანი სახელმძღვანელო უმაღლესი განათლების საფეხურზე, რომელიც გზას გაუხსნის მედიცინის სტუდენტებს კვლევის მეთოდების საფუძვლიანად შესწავლაში.

გააზიარე გვერდი:

Hello World!