ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე „ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექციას გამართავს

21 ნოემბერს, 19:00 საათზე „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ექიმი პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიცინის ცენტრისა და კლინიკა კურაციოს პედიატრიული სამსახურის უფროსი, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი თემურ მიქელაძე საჯარო ლექციას ჩაატარებს. 

საჯარო ლექციის ფარგლებში თემურ მიქელაძე ისაუბრებს თემაზე: „ანტიბიოტიკორეზისტენტობა, პრობლემა,მართვა,პრევენციის გზები“.

საჯარო ლექციაზე დასწრება შეუძლია „ევროპის უნივერსიტეტის“ ნებისმიერ პროგრამის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. 

დრო: 21 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის კორპუსი, სარაჯიშვილის ქუჩა N17, აუდიტორია 507.

გააზიარე გვერდი:

Hello World!