„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები Unijobs-ისა და Swiss Capital-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, კომპანია Unijobs-ისა და Swiss Capital-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრის ფარგლებში, Unijobs-მა დამსწრეებს სტუდენტთა დასაქმების პლატფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ხოლო კომპანია Swiss Capital-მა დასაქმებისა და სტაჟირების მიმართულებით აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა. 

ამავდროულად, კომპანია Swiss Capital-ის HR-მა სტუდენტებისთვის მასტერკლასი თემაზე: „როგორ შევადგინოთ ეფექტური რეზიუმე“ ჩაატარა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!