სტუდენტებისთვის გამოცხადებული ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის კონკურსის შედეგები ცნობილია

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის ფარგლებში მიმდინარე აკადემიურ წელს "ევროპის უნივერსიტეტის"  სამივე ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კონკურსი ჩატარდა.

შერჩეული კანდიდატები თავიანთი სპეციალობით ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში სრული დაფინანსებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან.
 
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს სრულად უფინანსდებათ სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯები. აღნიშნულთან ერთად მობილობის კონკურსის ფინალისტები მიიღებენ ყოველთვიური სტიპენდიას. 

კონკურსის ფარგლებში შეირჩა თვრამეტი სტუდენტი ცამეტ მასპინძელ უნივერსიტეტში ათი ქვეყნის მიმართულებით:

  1. დაუგავპილსის უნივერსიტეტი, ლატვია - ფსიქოლოგიისა და ინფორმაციული საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ლიზი კვარაცხელია და ნიკა ჭითავა
  2. ვისტუალს უნივერსიტეტი, პოლონეთი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები, ნინო დვალიძე და სალომე მაღალდაძე
  3. მალაგას უნივერსიტეტი, ესპანეთი - ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, საბა გაბედავა 
  4. ახალი უნივერსიტეტი, სლოვენია - საერთაშორისო ურთიერთობებისა და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, მარიამ გოგაშვილი და ზვიად ქურდაძე 
  5. PXL გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ბელგია - ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ალექსანდრე უსუფაშვილი 
  6. ნიშის უნივერსიტეტი, სერბეთი - სტომატოლოგიის  ერთსაფეხურიანი  ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, საჯჯად იაშალ და ნივედა არიოლი 
  7. სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთი -  ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, საბა სანიკიძე
  8. ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტი, თურქეთი -  დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სესილი გოგრიჭიანი და მარი ბალოი
  9. ვროცლავის ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი - ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, სანდრო ცოფურაშვილი 
  10. ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი - ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, შოთა ქებულაძე 
  11. დასავლეთ ტიმიშოარას უნივერსიტეტი, რუმინეთი - ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, მარიამ გაბრელიანი
  12. სიბიუს ლუსიენ ბლაგას უნივერსიტეტი, რუმინეთი -  დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ხუან სებასტიან ჰურტადო რომერო
  13. „გ. დ'ანუნციო" ჩიეტი-პესკარას უნივერსიტეტი, იტალია - მენეჯმენტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, გიორგი ბერაია
გააზიარე გვერდი:

Hello World!