"ევროპის უნივერსიტეტის" ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის ვორქშოპი ჩაატარეს

"ევროპის უნივერსიტეტის“ ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა დომენტი აბრამიშვილმა და ზაქარია პატარკაცაშვილმა მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ვორქშოპი თემაზე: „ცხოველის პირველადი დახმარება და ინტუბაციის ტექნიკის დემონსტრირება“ ჩაატარეს.

ვორქშოპის ფარგლებში სტუდენტებმა დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია ცხოველის პირველადი დახმარების ტექნიკების შესახებ, აჩვენეს როგორ უნდა გავზომოთ პულსაცია და აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება ოთხფეხა მეგობრებს.

მოსწავლეებმა შესაბამისი მულაჟების გამოყენებით ინტუბაციის ტექნიკის დემონსტრირებაში თავადაც მიიღეს მონაწილეობა, შეხვედრის დასასრულს კი ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები დაათვალიერეს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!