„ევროპის უნივერსიტეტი“ მე-12 კლასელებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში ოლიმპიადას აცხადებს

ევროპის უნივერსიტეტიმთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კასელებისთვის აცხადებს ოლიმპიადა ქართულ ენასა და ლიტერატურაში - „განათლება ქმნის მომავალს“.

ოლიმპიადის მიზანია მოსწავლეებში განათლების როლის პოპულარიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

16 დეკემბერს კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა შექმნან ესე სპეციალურად შერჩეულ თემაზე. ესეს თეზისი მონაწილეებისთვის ცნობილი გახდება ოლიმპიადის დაწყებამდე 5 წუთით ადრე.

ოლიმპიადა აღმოსავლეთისა და დასავლეთის სკოლებისთვის ორ ლოკაციაზე პარალელურად ჩატარდება:

  • თბილისი - „ევროპის უნივერსიტეტი“, გურამიშვილის გამზირი N76
  • ქუთაისი - „ქუთაისის უნივერსიტეტი“, წერეთლის ქუჩა N13


კონკურსანტებმა ოლიმპიადის დღეს 3 საათში წერილობითად უნდა შეასრულონ მინიმუმ 250 სიტყვიანი ესე ქართულ ენაზე.

ესეები ექვემდებარება შესაბამისი პროგრამით (Turnitin) შემოწმებას და პლაგიატის დადგენის შემთხვევაში არ განიხილებაოლიმპიადა გამოეთიშებიან ასევე პიროვნების შეურაცხმყოფელი, აგრესიული, არანორმატიული ლექსიკის შემცველი ნაშრომის ავტორები.

ევროპის უნივერსიტეტისმიერ ოლიმპიადისთვის სპეციალურად შერჩეული კომისია 16 იანვრამდე გამოავლენს სამ საუკეთესო ნაშრომს.

მიღებული ქულების გასაჩივრება მონაწილეებს შეეძლებათ შედეგების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში.

I, II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებსევროპის უნივერსიტეტიგრანდიოზული პრიზებით დააჯილდოებს.
შენიშვნა: თანაბარ ქულიანი ნაშრომების გამოვლენის შემთხვევაში გამარჯვებული გამოვლინდება კომისიასთან გასაუბრების შემდეგ.

ოლიმპიადის „განათლება ქმნის მომავალსდაჯილდოების ცერემონია 24 იანვარს, განათლების საერთაშორისო დღეს გაიმართება.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტები დარეგისტრირდით ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი

ოლიმპიადის დებულება და ესეს შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ბმულზე: დებულება

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე გვერდი:

Hello World!