„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა #smtworld2023-ზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

„ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი Soft Master Trade-ის მიერ ორგანიზებულ სამიტს „SMT World“ დაესწრო და პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

SMT World-მა შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში მასპინძლობის ინდუსტრიის, მდგრადი განვითარების სექტორის, ტექნოლოგიური სფეროს და საინფორმაციო მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები გააერთიანა. 

დისკუსიის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ისაუბრა აღნიშნულ სფეროებში სტუდენტების მიერ საუნივერსიტეტო განათლების მიღების მნიშვნელობაზე, საუნივერსიტეტო სივრცეში არსებულ შესაძლებლობებზე და განათლებისა და დასაქმების სექტორების თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

სამიტს რექტორთან ერთად ესწრებოდნენ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე, ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ლექტორები და სტუდენტები.

გააზიარე გვერდი:

Hello World!