რამაზ ყურაშვილის საჯარო ლექცია: შაქრიანი დიაბეტი, 21-ე საუკუნის გლობალური პანდემია - რისკის ფაქტორებიდან პრევენციამდე

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის წევრი, რამაზ ყურაშვილი სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს. 

ლექციის ფარგლებში პროფესორი რამაზ ყურაშვილი ისაუბრებს თემაზე: „შაქრიანი დიაბეტი, 21-ე საუკუნის გლობალური პანდემია - რისკის ფაქტორებიდან პრევენციამდე. 

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. 

დრო: 14 ნოემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: სარაჯიშვილის ქუჩა N17, აუდიტორია 507

გააზიარე გვერდი:

Hello World!