პროფესორები თურქეთიდან „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ლექციებსა და სემინარებს ატარებენ

13-24 ნოემბერს "ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის თურქეთის "ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტის“ და ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ჰატიჯე ბალჯი იუჯე და ასისტენტ პროფესორი გოზდე იშიქერ ქარა ლექცია / სემინარებს ჩაატარებენ.

ვიზიტის ფარგლებში თურქი სპეციალისტები "ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის შესავალ კურსში ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს წარუძღვებიან. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ 10 დღის განმავლობაში იმუშაონ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ  სიმულაციურ კაბინეტებში თურქი სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და გაიღრმაონ ცოდნა პაროდონტოლოგიაში.

თურქეთის უნივერსიტეტიდან პროფესორების ვიზიტი მნიშვნელოვანია "ევროპის უნივერსიტეტის" საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციის და კოლეგებს შორის გამოცდილების გაზიარების კუთხით.

გააზიარე გვერდი:

Hello World!