"ევროპის უნივერსიტეტმა" კერძო სკოლა "აიბი მთიებისთვის" სამეცნიერო ნაშრომის მომზადებაზე ვორქშოპი ჩაატარა

მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით "ევროპის უნივერსიტეტის" სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ კერძო სკოლა "აიბი მთიების" მე-11 და მე-12 კლასელებისთვის ვორქშოპი თემაზე: "როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“ ჩაატარა.

ვორქშოპის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომის ძირითადი სტრუქტურის და მახასიათებლების შესახებ. პროფესორმა ეკა კაველიძემ დამსწრეებს გააცნო ნაშრომის შემუშავების მექანიზმები, როგორი უნდა იყოს წერის სტილი და ენა.

მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის "ევროპის უნივერსიტეტის“ შესახებ პრეზენტაცია სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ბაქრაძემ წარადგინა.

მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედრის ბოლოს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიეღოთ.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით "ევროპის უნივერსიტეტი“ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებს გთავაზობთ. დაგეგმილი ვორქშოპებისა და ვებინარების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.eu.edu.ge

გააზიარე გვერდი:

Hello World!