10 ნოემბერს, მეცნიერების მსოფლიო დღეს „ევროპის უნივერსიტეტში“ პრაქტიკული ვებინარები და ვორკშოპები გაიმართება

10 ნოემბერს მეცნიერების მსოფლიო დღე აღინიშნება. 

ამ თარიღთან დაკავშირებით „ევროპის უნივერსიტეტი“ როგორც მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებს გთავაზობთ. 

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვორკშოპი ან ვებინარი და შემოგვიერთდით:

12:00 საათი, ონლაინ სამეცნიერო პრაქტიკული ვებინარი თემაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის თანამედროვე ტენდენციები"
მომხსენებელი: ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კახაბერ გოშაძე
დასწრება თავისუფალია
მსმენელად რეგისტრაციისთვის: https://us02web.zoom.us
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ დასწრების ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე.

18:00 საათი, ონლაინ სამეცნიერო პრაქტიკული ვებინარი თემაზე "ზოოანტროპონოზური დაავადებები"
მომხსენებელი: ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი მაია კერესელიძე
დასწრება თავისუფალია
მსმენელად რეგისტრაციისთვის: https://us02web.zoom.us
რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ დასწრების ბმულს ელექტრონულ ფოსტაზე.

13:00 საათი, ვორკშოპი მოსწავლეებისთვის: "სამეცნიერო ნაშრომის მომზადება"
მომხსენებელი: ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ეკა კოხრეიძე
დასწრება შეუძლიათ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს
ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, ჰორაიზონ ევროპის ოფისი, სარაჯიშვილის ქ.17

14:00 სააათი, ვორკშოპი მოსწავლეებისთვის: „ცხოველის პირველადი დახმარება და ინტუბაციის ტექნიკის დემონსტრირება“
მომხსენებლები: ევროპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - დომენტი აბრამიშვილი, ზაქარია პატარკაცაშვილი
დასწრება შეუძლიათ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს
ადგილმდებარეობა: ევროპის უნივერსიტეტი, კლინიკური დიაგნისტიკის და თერაპიის ლაბორატორია, გურამიშვილის გამზ. 76.

გააზიარე გვერდი:

Hello World!