ვეტერინარიის სტუდენტები "ინვეტ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდნენ

"ევროპის უნივერსიტეტის" სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტსა  და კომპანია "ინვეტ ჯგუფს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული თანამშრომლობა  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა პრაქტიკასა და სტაჟირებას, მხარეთა ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და კვლევების განხორციელებას ისახავს მიზნად.

1 ნოემბერს "ინვეტ ჯგუფის" წარმომადგენლები ვეტერინარიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუდენტებმა კომპანიის საქმიანობისა და  უნივერსიტეტთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა "ინვეტ ჯგუფში" არსებულ ღია ვაკანსიებზე განაცხადები შეავსეს და საკუთარი კანდიდატურა წარადგინეს.

სტუდენტებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა "ინვეტ ჯგუფის“ გამოცდილი ვეტერინარისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.

მხარეებმა "ინვეტ ჯგუფის" ფერმასა და ლაბორატორიაში სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გასვლითი ღონისძიება დაგეგმეს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!