"ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორი ფრანგი პარტნიორების მოწვევით პარიზში ლექციებს გაუძღვა

"ევროპის უნივერსიტეტის" ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ეკატერინე ნაცვლიშვილი აკადემიური მობილობის ფარგლებში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში IGS ჯგუფის პაროდის კამპუსში იმყოფებოდა.

ვიზიტის დროს პროფესორმა ნაცვლიშვილმა ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ადამიანური რესურსების მართვის დინამიკური მიმართულებით სპეციალიზირებულ ფრანგ სტუდენტებს ლექციები წაუკითხა. ლექციის ფარგლებში პროფესორმა ისაუბრა თემაზე: "ადამიანური რესურსების მენეჯმენტის თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების შესწავლა“.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის პერიოდში IGS ჯგუფის კამპუსი მასპინძლობდა "ერაზმუსის" დღეებს. პროფესორ ეკატერინე ნაცვლიშვილს საშუალება ჰქონდა აკადემიურ საქმიანობასთან ერთად აქტიურად ჩართულიყო საგანმანათლებლო გამოფენის სხვადასხვა აქტივობაში.

გააზიარე გვერდი: