"ევროპის უნივერსიტეტის" მოლაშქრეთა კლუბმა 20-კილომეტრიანი ტრავერსი განახორციელა

21 ოქტომბერს "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტ მოლაშქრეთა კლუბმა მორიგი გასვლა განახორციელა.

კლუბმა სტარტი დიდი დიღმიდან აიღო და მუხათგვერდში ავიდა, საიდანაც სოფელ კარსანში გადაინაცვლა.

ამის შემდეგ მოლაშქრეები ქართლოსის მთისკენ გაემართნენ, სადაც კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ქართლოსის მთიდან დაბრუნებულებმა არმაზის კერპის ადგილები დაათვალიერეს და 20-კილომეტრიანი ტრავერსი სოფელ მუხათგვერდთან დაასრულეს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!