"ევროპის უნივერსიტეტის" მოლაშქრეთა კლუბმა დიდგორის მთა 14-კილომეტრიანი ტრავერსით დაიპყრო

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ხელშეწყობით, "ევროპის უნივერსიტეტში" სტუდენტ მოლაშქრეთა კლუბი ჩამოყალიბდა.

მოლაშქრეთა კლუბმა პირველი გასვლა 14 ოქტომბერს,  დიდგორის მთაზე, სოფელ თელოვანში განახორციელა და 14-კილომეტრიანი პერიმეტრი დაფარა.

მოლაშქრეთა კლუბმა სტარტი სოფელ თელოვნიდან აიღო და ჭილის მთაზე, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე ავიდა, საიდანაც დიდგორის მთაზე, ზღვის დონიდან 1631 მეტრზე გადაინაცვლა.

დიდგორის მთაზე მოლაშქრეებმა იქ არსებული კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

გააზიარე გვერდი:

Hello World!