"ევროპის უნივერსიტეტში" ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?“ გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

თამაშში "ევროპის უნივერსიტეტის“ სამივე ფაკულტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

გამარჯვება გუნდმა "Invicta" მოიპოვა, რომლის წევრებიც იყვნენ: ბექა გელდიაშვილი, ირაკლი აბშილავა, მარიამ თოდუა, ლადა მარიახინა, შოთა ქებულაძე და გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ ბუთლიაშვილი.

საუკეთესო მოთამაშე შოთა ქებულაძე გახდა, რომელსაც საჩუქრად ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები გადაეცა.

გამარჯვებული გუნდი "წიბახას" და "Board Games Corner"-ის სამაგიდო თამაშების აბონემენტებით, თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლის ბილეთებით და ჟურნალ "National Geographic Georgia"-ს ნომრებით დასაჩუქრდა.

მეორე და მესამე ადგილებზე გუნდები -  “DHA171” და "ცხელი ძაღლი" გავიდნენ, რომლებსაც საჩუქრად ჟურნალ "National Geographic Georgia"-ს ნომრები გადაეცათ.

გააზიარე გვერდი:

Hello World!