მესამე სამეცნიერო კონფერენციაზე "განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია" მთავარი მომხსენებლები საიმონ რაილი და გევინ მაქქეიბი იქნებიან

მესამე სამეცნიერო კონფერენციაზე "განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია" მთავარი მომხსენებლები ედინბურგის სამედიცინო სკოლის კლინიკურ მეცნიერებათა სწავლების დირექტორი (ედინბურგის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი)  პროფესორი საიმონ რაილი და ედინბურგის უნივერსიტეტის კარიერის სამსახურის მენეჯერი გევინ მაქქეიბი იქნებიან.

მომხსენებლები ისაუბრებენ თემაზე: “ტრანსფორმაციული ემპირიული სწავლების გაძლიერება”. პროფესორი საიმონ რაილი და გევინ მაქქეიბი დამსწრეებს გაუზიარებენ ედინბურგის უნივერსიტეტში სტუდენტების მიერ ინდივიდუალურად შექმნილი კურსების (SLICCs) ინიციატივაზე და თვითრეფლექსიის ინსტრუმენტებზე (Reflection Toolkit) მასწავლებლებსა და სტუდენტებისთვის.

საერთაშორისო კონფერენცია "განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ორგანიზებულია "ევროპის უნივერსიტეტის" მიერ ქუთაისის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. კონფერენცია 2023 წლის 15 დეკემბერს ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით) გაიმართება.

კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.

მომხსენებლად რეგისტრაციისთვის აბსტრაქტების მიღება მიმდინარეობს 20 ნოემბრის ჩათვლით: https://iceti.eu.edu.ge/presenter/

მსმენელად რეგისტრაციისთვის: https://iceti.eu.edu.ge/listener/

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია: https://iceti.eu.edu.ge/

გააზიარე გვერდი:

Hello World!