"ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტები მენტორთან ერთად ბერლინში ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმს დაესწრნენ
"ევროპის უნივერსიტეტის“ მეცნიერ თანამშრომელი და ლექტორი ეკა კოხრეიძე მედიცინის ფაკულტეტის ორ წარმატებულ სტუდენტთან ერთად ბერლინში, ახალგაზრდა მეცნიერთა სიმპოზიუმზე იმყოფებოდა.
აღნიშნული ვიზიტით გერმანიაში ეკა კოხრეიძესთან ერთად გაემგზავრნენ: "ევროპის უნივერსიტეტის" დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი სოფიკო გობეჯიშვილი და "ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტი მარიამ მირველაშვილი.
"ევროპის უნივერსიტეტი“ 13-18 ოქტომბერს სიმპოზიუმზე “აკონის გამოყენებითი ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტმა” (გერმანია) მიიწვია. ეკა კოხრეიძემ სტუდენტებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები წარუდგინა და მიმდინარე კვლევითი პროექტები გააცნო.
პარტნიორობის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის“ სამივე წარმომადგენლის მონაწილეობა სამეცნიერო სიმპოზიუმზე სრულად იქნა დაფინანსებული გერმანული მხარის მიერ.
"ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ მსოფლიო ჯანდაცვის რიგით მე-15 სამიტს. ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტი არის უნიკალური საერთაშორისო სტრატეგიული ფორუმი გლობალური ჯანმრთელობისთვის. ის აერთიანებს დაინტერესებულ მხარეებს პოლიტიკიდან, მეცნიერებიდან, კერძო სექტორიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
სამიტზე ყოველწლიურად წარმოდგენილი არიან ისეთი მნიშვნელოვანი პირები, როგორიცაა, მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჯანდაცვის მინისტრები და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები.