ევროპის უნივერსიტეტში მეთევზეთა სტუდენტური კლუბის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

4 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის მეთევზეთა კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე “კანონიერ მეთევზეთა კლუბის” დამფუძნებელი შოთა კვარაცხელია იყო მოწვეული.

შეხვედრის ფარგლებში კლუბის შიდა ჩემპიონატები, გასვლითი ტურები და სამომავლო გეგმები იქნა განხილული.

ევროპის უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია სადაც მეთევზეთა კლუბი შეიქმნა.

ევროპის უნივერსიტეტის მეთევზეთა კლუბი ემიჯნება ბრაკონიერობას და მხოლოდ კანონიერ თევზაობას ეწევა.

გააზიარე გვერდი:

Hello World!