ევროპის უნივერსიტეტში მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი გაიმართა

"ევროპის უნივერსიტეტში" სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა.

ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდა. მასში მონაწილეობა 40-მდე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.

24 ოქტომბერს გამართულ ფინალურ ეტაპზე ოთხმა სტუდენტმა იასპარეზა.

"ევროპის უნივერსიტეტის" მაგიდის ჩოგბურთის ტურნირის ჩემპიონი ამირ მოჰამმად შაიანი გახდა, მეორე პოზიცია მაჰმუდ ჰუსსეინ აჰმედ ალჰომუზმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი გია ჭელიძე გავიდა.

საპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს "ევროპის უნივერსიტეტისგან" მედლები გადაეცათ,  ტურნირის გამარჯვებულმა კი „სითი მოლის“ სასაჩქურე ვაუჩერი მიიღო.

გააზიარე გვერდი:

Hello World!