ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში პრაქტიკის გავლის მიზნით მედიცინის  ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი  საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა.

სტუდენტები "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ კლინიკურ პრაქტიკას მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან  17 ნოემბრის ჩათვლით გაივლიან.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

1. GPA > 2.5

2. სწავლის საფეხური - დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი პროგრამის მე-2 , მე-3, მე-4 , მე-5 და მე-6  კურსი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე studentscompetition@eu.edu.ge 1 ნოემბრის 14:00 საათამდე.

გასაუბრება კონკურსანტებთან ჩატარდება 2 ნოემბერს

გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, სტუდენტთა შერჩევა განხორციელდება წარმოდგენილი სამოტივაციო წერილებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 10 სტუდენტი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2023 წლის 3 ნოემბერს.

პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატები.

გააზიარე გვერდი: